სალომე ზურაბიშვილი - არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე - ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უნდა იყოს

არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო არის სწორედ იქ, სადაც უნდა იყოს.

,,არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, რადგან სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციის მონაწილე. საქართველოს აქვს თავისი სანქციები დაწესებული, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ასე რომ, ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს დაცვა, ნატოს მე-5 მუხლით. ჩვენ ძალიან სოლიდარულები ვართ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც რეზოლუციები მიიღება. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უნდა იყოს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ, სადაც უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ასევე გავაგრძელოთ ჩვენს ასოცირებულ სამეულთან, ეს არის უკრაინა და მოლდოვა და ვფიქრობ, დღეს ევროპაში არის ახალი ვითარება არა მარტო სანქციების მიმართ ერთიანობის კუთხით, არამედ ეს არის ახალი აღქმა იმისა, რომ უნდა გაკეთდეს რაიმე, იმ ქვეყნებისთვის, რომლების სადღაც შუაში არიან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია