ირაკლი ქადაგიშვილი - კიევში ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ალბათ, ცალკე განხილვის საკითხი იქნება, პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი - როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცეცხლი შეწყვეტილი იყო

კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს ალბათ, ცალკე განხილვის საკითხი იქნება, პირველ რიგში მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ზომები გარანტირებული იყო, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას, რომ მეგობარი ქვეყნის ლიდერები ახლა კიევში უნდა ჩავიდნენ.

ქადაგიშვილის თქმით, ასეთი ტიპის სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება და ეს საკითხი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

„უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოცხადებული გვაქვს. ეს სოლიდარობა კიდევ ერთხელ ევროსაბჭოში დამტკიცდა, როდესაც საქართველოს დელეგაციამ რუსეთის ფედერაციის გარიცხვას მხარი დაუჭირა. კონკრეტულად კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს ალბათ, ცალკე განხილვის საკითხი იქნება. პირველ რიგში მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ეს ზომები გარანტირებული იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, სამშვიდობო კორიდორების გახსნა ლოკალურად ხდება. მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით, კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა საბრძოლო მოქმედებების ზონაა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს