გიორგი აბაშიშვილი - საქართველომ სასწრაფოდ, საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში უნდა გაანალიზოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში მოყვანილი თითოეული არგუმენტი

საქართველომ სასწრაფოდ, დეტალურად და საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ კოორდინაციაში უნდა გაანალიზოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შეფასებაში მოყვანილი თითოეული არგუმენტი, რათა მოსალოდნელი რისკებიდან მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, „ჯეოქეისის" მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდის შეფასებაში მოყვანილი ზემოქმედების ძირითადი ფაქტორები უპირატესად ზეგავლენას ახდენს სწორედ რუსეთისა და უკრაინის მეზობელ ქვეყნებზე, კიდევ, უფრო მეტად კი მათზე, ვინც ამ ორ ქვეყანასთან ეკონომიკურად მჭიდროდ არის დაკავშირებული.

„ანალიზში ნათლად არის მოცემული რისკები კავკასიაში, რაც საქართველოს პირდაპირ ეხება: ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შეზღუდვა, ვაჭრობის შეზღუდვა სანქციებით მათ შორის საგადახდო სისტემებზე, ინვესტორთა გარუკვეველი მოლოდინები და შესაბამისად, საინვესტიცო აქტივოებების შემცირება მნიშვნელოვნად უარყოფიტად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე.

სამწუხაროდ, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებისა და ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის დივერსიფიკაცია არანაირად არ იძლევა მცირედი სიმშვიდის საფუძველსაც კი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია დეტალური რისკების ანალიზის გაკეთება, შესაბამისი მოქნილი სამოქმედო სტრატეგიის (და არა მცირე არააკორდინირებული ინიციატივების გაჟღერება) ჩამოყალიბება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და არა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროაქტიული კომინიკაცია, რათა ნათლად გავაცნობიეროთ რა მოცულობის რისკებს შესაძლოა ველოდებოდეთ, შესაბამისად, რა მოცულობითა და რა მიმართულებებით: სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაგვჭირდება ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. ფაქტია, პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე საქართველოს ეკონომიკა სსფ-ის მიერ დასახელებული რისკებიდან მომდინარე დანაკარგს მარტო ვერ გაუკმლავდება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს