აშშ უკრაინას ე.წ. „კამიკაძე დრონებს“ მიაწვდის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Switchblade ტიპის 100 დრონს მიაწვდის, - გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა.

ე.წ. "კამიკაძე დრონები" უკრაინას დახმარების ახალი, 800 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში გადაეცემა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინაში Switchblade დრონებს აგზავნის.

Switchblade არის ჭკვიანი ბომბები, რომლებიც აღჭურვილია კამერებით, სამიზნე სისტემებით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით. მათი დაპროგრამება შესაძლებელია ისე, რომ ათობით მილის დაშორებით მდებარე სამიზნეები ავტომატურად გაანადგუროს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია