გივი მიქანაძე ადასტურებს, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები მთავრობის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო სარჩელს უკავშირდება

კონსტიტუციასა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონს შორის ცდომილება არსებობდა, ეს ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ საკითხი არ დავძარით, რადგან აქამდე ამის პრაქტიკული საჭიროება არ იკვეთებოდა - საკითხი აქამდე რომ დაგვეძრა, სპეკულაციები მოჰყვებოდა, - აღნიშნული განმარტება უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

ამავე კონტექსტში მიქანაძემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირება იმავე დღეს მოხდა, როცა მთავრობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართავს აპირებდა.

მიქანაძის თქმით, “გაჩნდა კონკრეტული შემთხვევა, როცა საჭირო იყო ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა“.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებები აღნიშნული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. საუბარია იმაზე, რომ როდესაც კონსტიტუციურ ორგანოს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს, ხდება ნორმის გასაჩივრება და არა კონკრეტული ქმედების.

აღნიშნული ცდომილება ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ კონკრეტული ინიციატივა ამ დრომდე იმის გამო არ დაგვიინიცირებია, რომ შეიძლება სპეკულაციების საგანი გამხდარიყო.

ახლა, როდესაც სახეზე გვაქვს, რომ პრეზიდენტმა ელჩის რამდენიმე კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განიხილოს და დაადგინოს, რამდენად უფლებამოსილია პრეზიდენტი, საკუთარი ქმედებით ამ პირების დანიშვნა არ განახორციელოს თუ ეს არის მთავრობის კომპეტენცია. ჩვენი აზრით, ეს მთავრობის კომპეტენციაა, ხოლო პრეზიდენტის თანხმობა ფორმალური ხასიათისაა. იმისთვის, რომ ეს პროცედურები სრულფასოვნად იყოს უზრუნველყოფილი, რაკი კონკრეტული საჭიროება დადგა, რის შესახებაც ადრეც ვიცოდით, მაგრამ ამის რეალური საჭიროება არ არსებობა, ორგანულ კანონში ცვლილებები შევიტანეთ, რითაც კანონი კონსტიტუციის მუხლთან სრულ შესაბამისობაში მოვა. შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე მთავრობის მიერ სარჩელის წარდგენა მოხდება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა კონკრეტული სარჩელის ირგვლივ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი მიქანაძემ.

“ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებულია “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა