ჩერნიგოვის მერი - ეს არის სრული სასაკლაო, სასაფლაო ყველა მიცვალებულს ვერ იტევს

ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკოს განცხადებით, ჩრდილოეთ უკრაინის სასაფლაო დაღუპულების რაოდენობას ვერ იტევს. ვლადისლავ ატროშენკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დაზიანებული შენობები და ქუჩები კვამლში გახვეული ნაგებობები.

"საქალაქო სასაფლაო ვერ იტევს ყველა მიცვალებულს, ამიტომ ჩვენ ადამიანებს ჩვეულებრივზე მეტ ხანს ვტოვებთ პროზექტურაში და მაცივრებში. ჩვენ ვმარხავთ ხალხს ძველ სასაფლაოებზე, რომლებიც დიდი ხანია არავის გამოუყენებია", - აცხადებს ატროშენკო ვიდეოში, რომლის დროსაც ის ავტომობილით დენისენკოს ქუჩებში გადაადგილდება.

მერის განცხადებით, ზუსტი ციფრები და სტატისტიკა გარდაცვლილთა შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ამ შემთხვევებს პროკურატურა სწავლობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!