აშშ - უკრაინამ რუსული გემების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წარმატებული თავდასხმა განახორციელა

აშშ-ის შეფასების თანახმად, უკრაინამ რუსული გემების წინააღმდეგ ბერდიანსკში, სავარაუდოდ, წარმატებული თავდასხმა განახორციელა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, გაურკვეველია, რა ტიპის იარაღი ან იარაღები გამოიყენეს თავდასხმისთვის.

აღნიშნული შეფასება შესაბამისობაშია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების მსგავს განცხადებასთან, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებში თავს დაესხნენ "მაღალი მნიშვნელობის სამიზნეებს", მათ შორის სადესანტო ხომალდს და საბრძოლო მასალის საცავებს ბერდიანსკში.

მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ მათ ქალაქ ბერდიანსკის პორტში სადესანტო გემი "ორსკი" გაანადგურეს.

ერთი დღით ადრე, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ, RT-მ "ორსკი" ბერდიანსკის პორტში დააფიქსირა და განაცხადა, რომ მას შეუძლია 20 ტანკის ან 40 ჯავშანტრანსპორტიორის გადაზიდვა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის