განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით კონფერენცია 6 მაისს ჩატარდება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით კონფერენცია 6 მაისს ჩატარდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი მთავარი მომხსენებელი აშშ-დან: ლოტი ბაიკერი - რეგიონული ინგლისური ენის ოფიცერი, მეგან მორანი - ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტი, დოქტ. რავლინს ვილიამსი - აღმოსავლეთ ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბილ რიჩი - Red House Learning-ის დამფუძნებელი.

„ყოველწლიური კონფერენციის მიზანია შეკრიბოს მკვლევრები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები, რათა საკითხები განიხილონ, რეალური გამოწვევები დაძლიონ, პროფესიულად განვითარდნენ, მოსაზრებები გაიზიარონ, გადაწყვეტილებები იპოვონ და განათლების სფეროებში შესაძლებლობები გამოიკვლიონ.

Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, კონფერენცია 6 მაისს, 10:00 საათზე, ელექტრონულად პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით გაიხსნება.

კონფერენციაში მონაწილეობას ტრადიციულად, მრავალი ქვეყნის მკვლევრები და პრაქტიკოსები მიიღებენ. კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური. ნაშრომები კონფერენციის კრებულში (ISSN: 2298-0180) გამოქვეყნდება. დეტალები კონფერენციის შესახებ განთავსებულია მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://ircelt.ibsu.edu.ge,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში