ჯანდაცვის სამინისტრო და დუმის სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ისევ არ დადასტურდა.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო როგორც დუმის სპიკერმა, ისე ჯანდაცვის სამინისტრომ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ჟირინოვსკი ცოცხალია, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმეა.

"მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც აწუხებს ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობისდ მდგომარეობა. ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა", - წერს ვოლოდინი.

ვოლოდინის თქმით, დღეს ჟირინოვსკიმ გაიარა კომპიუტერული ტომოგრაფია, ექიმები აგრძელებენ ბრძოლას მის გადასარჩენად.

შეგახსენებთ, რომ ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად რუსულმა მედიამ გაავრცელა. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მედიაში მანამდეც დაიწერა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა