კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა

კასტუს კალინოვსკის სახელობის ბელარუსული ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა და ფიცი დადო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბატალიონი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბატალიონი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიქმნა.

„ბელარუსის ისტორიისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს, კასტუს კალინოვსკის ბატალიონის მოხალისეებმა ფიცი დადეს. ჩვენი ბატალიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა. ჩვენმა მოხალისეებმა ფიცის ტექტსი ბელარუსულად დაწერეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ეს ტექსტი გახდება ბელარუსის ნამდვილი არმიის ფიცის საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს