ალეკო ელისაშვილი - პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! - ოპერაცია წარმატებული იყო, ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან ბევრი გაუყვა საიქიოს გზას

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში მის მიერ შესრულებული საბრძოლო ოპერაცია წარმატებული იყო.

როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ აქვს, „ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას“.

„პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო. ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად 13 მარტს წავიდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ