ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანული კომპანიები რუსული ბუნებრივი აირის საფასურს ევროში გადაიხდიან

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანული კომპანიები რუსული ბუნებრივი აირის საფასურს ევროში გადაიხდიან. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის თანახმად, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა შვედ კოლეგა, მაგდალენა ანდერსონთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდებაზე პასუხისმგებელი გერმანული კომპანიების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების უმრავლესობა საფასურის ევროში გადახდას ითვალისწინებს.

„ჩვენთვის ცნობილი ხელშეკრულებების უმრავლესობა ევროში არის გაფორმებული და კომპანიები ბუნებრივი აირის საფასურს სწორედ ასე გადაიხდიან. აღნიშნული კონტრაქტები უნდა შესრულდეს“, - განაცხადა შოლცმა.

UNIAN-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპაში გაყიდული გაზის საფასურს მხოლოდ რუბლში მიიღებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ევროპაში გაზის ფასი 17%-ით გაიზარდა და ათასი კუბური მეტრის საფასური1340 ევრო გახდა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება