დიმიტრი პესკოვი - თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუბლით გადახდაზე, რუსეთი არ აპირებს ბუნებრივი აირის უფასოდ მიწოდებას

თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუბლით გადახდაზე, რუსეთი არ აპირებს ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის უფასოდ მიწოდებას , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთის ფედერაცია იმ შემთხვევაში, თუ ევროპა უარს იტყვის ბუნებრივი აირისთვის რუბლით გადახდაზე, პესკოვმა განაცხადა, რომ „ამ საკითხს მაშინ მოაგვარებენ, როდესაც ის დადგება“.

დამატებით კითხვაზე, განიხილება თუ არა ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება, პესკოვმა აღნიშნა: „ბუნებრივ აირს რომ უფასოდ არ მივაწვდით, ეს ცხადია. ამას აბსოლუტური დარწმუნებით გიცხადებთ. ჩვენს მდგომარეობაში ევროპული ქველმოქმედების განხორციელება ნაკლებად შესაძლებელი და მიზანშეწონილი იქნებოდა“.

შეგახსენებთ, 23 მარტს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ ქვეყნებში“ ბუნებრივი აირის ექსპორტის სანაცვლოდ საფასურს მხოლოდ რუსულ რუბლში მიიღებს.

„ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთი ყოველთვიურად 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის ექსპორტს აწარმოებს.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება