ალექსეი არესტოვიჩი - ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენკის მოკვლას. ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა ოთხჯერ ისროლეს უშუალოდ პრეზიდენტის ოფისთან. მანვე განაცხადა, რომ დამპყრობლებს სურთ, სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვინმეს „მოშორებაც“, მათ შორის მისიც.

„თქვენი მონა-მორჩილი, სხვათა შორის, პირველ ხუთეულშია. ეს ინფორმაცია ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. ვინაიდან მოლაპარაკებათა პროცესი მიმდინარეობს, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც ვიდეოკავშირით მიმდინარეობს პროცესი - ნიშნავს საკუთარი თავისთვის ყველა გზის მოჭრას მოლაპარაკებებში. თუკი მოლაპარაკება არ იქნება - ეს უკვე სრულიად სხვა ვითარებაა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი აზრით, ოკუპანტები არ დაბომბავენ პრეზიდენტის ოფისს, თუმცა, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი კვლავაც შეეცდებიან სხვა საშუალებით გაანადგურონ ფიზიკურად ვოლოდიმირ ზელენსკი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ