პარლამენტმა ნატო ჩხეიძის ინიციატივას, 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის პრეზიდენტის დღედ გამოცხადების შესახებ, მხარი კვლავ არ დაუჭირა

პარლამენტმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის ინიციატივას 9 აპრილის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისის პრეზიდენტის დღედ გამოცხადების შესახებ მხარი კვლავ არ დაუჭირა.

“შრომის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ჩხეიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე წარადგინა, თუმცა მხარდაჭერა მხოლოდ 26 დეპუტატისგან მიიღო, რის შედეგად საკანონმდებლო ინიციატივა “ჩავარდა“.

როგორც ნატო ჩხეიძე განმარტავს, საქართველომ დამოუკიდებლობა ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა, ხოლო ეს აქტი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმს დაეფუძნა, რომელიც ჩატარდა კითხვით: - “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მასის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“. ჩხეიძის განცხადებით, აღნიშნული კითხვით ხაზი გაესვა ქვეყნის სახელმწიფოებრივ არსებობას არა შორეულ წარსულში, არამედ იქვე მე-20 საუკუნეში.

შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის აზრით, 26 მაისი არის ისტორიული თარიღი როგორიც, მაგალითად, 1121 წლის 12 აგვისტო, - დიდგორის ბრძოლის შედეგად საქართველოს გაერთიანება.

“9 აპრილი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს დაბადების თარიღი - 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, რითაც მოვიპოვეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი, რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში. 26 მაისი კი, ისტორიული რაკურსისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის სტატუსის გათვალიწინებით, შეიძლება რომ უკავშირდებოდეს პრეზიდენტის დღეს“, - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

აღნიშნულ საკითხზე “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ჩხეიძემ წინა მოწვევის პარლამენტშიც წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა