აზერბაიჯანმა რუსეთის დუმის დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

აზერბაიჯანმა რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ დელიაგინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო trend-ი გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანული მედიასაშუალების ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ, „უწყებამ მედიაში დელიაგინის ბოლო დროინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით ჩაატარა გამოძიება“. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსი დეპუტატის ქმედება „ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება“.

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, 28 მარტს, დელიაგინი „რასია 1-ის“ ეთერში რუსეთის ხელისუფლებას აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდა. უწყების ცნობით, მან ასევე აზერბაიჯანის სანავთობო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ პროვოკაციული ინიციატივით გამოვიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს მიმართა, რათა დელიაგინის ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში მისი დაკავება და აზერბაიჯანის სამართალდამცავი უწყებისთვის გადაცემა უზრუნველყონ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია