ზვიად ძიძიგური - „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ჰქვია: „ვაი, დედა, მე რამე არ მომივიდეს“, საკუთარ ხელისუფლებას უფრთხილდებიან - გგონიათ, რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარი დაგვიცავს, რომ ყირიმი არ მივიღოთ ცხინვალში?

პრაგმატული არ არის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომთან და რუსეთთან მიმართებით ეწევა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ჰქვია: „ვაი დედა, მე რამე არ მომივიდეს და არ დამემართოს“, მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას უფრთხილდებიან და ქვეყნის ინტერესი აქ არ არის , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან „ენის მოჩლექვით საუბარი ვერ დაგვიცავს იმისაგან, რომ ცხინვალის რეგიონში ყირიმი არ მივიღოთ“, რადგან თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, დასჭირდება რაღაც ტიპის გამარჯვება, რომელიც "საკუთარ მოსახლეობაში უნდა გაყიდოს და შესაძლოა, ეს გამარჯვება იყოს ცხინვალის ყირიმიზაცია".

,,პრაგმატული პოლიტიკა დღეს იქნებოდა დავმდგარიყავით იქ, სადაც დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. ვნახეთ, რომ ბიბილოვმა შესაძლო რეფერენდუმის შესახებ გამოაცხადა. რეფერენდუმი რომ ჩაატარონ და რაც ყირიმში მოხდა, იმავე გააკეთოს რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში, გგონიათ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი დაგვიცავს იმისაგან, რომ ყირიმი არ მივიღოთ ცხინვალის რეგიონში? თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მას დასჭირდება რაღაც ტიპის გამარჯვება, რომელიც უნდა გაყიდოს თავის მოსახლეობაში პუტინმა, ეს შეიძლება იყოს ცხინვალის ყირიმიზაცია. ისეთი მასშტაბური გამარჯვება არ იქნება, როგორსაც უკრაინაში გეგმავდა, მაგრამ ამას დასჯერდება. ასეთ დროს, საქართველო დარჩება რუსეთის პირისპირ. ამიტომ, პრაგმატული ის არის, რომ იდგე იქ, სადაც დანარჩენი ცივილიზებული სამყარო დგას.

მთავრობის პოზიცია და რიტორიკა არ ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო ინტერესს. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდება ხელისუფლებას უკრაინასთან და რუსეთთან დამოკიდებულების მიმართულებით უკეთესი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან რიტორიკა ბოლო 10 წლის განმავლობაში უფრო რბილი იყო, ბორდერიზაციის პროცესი ჩატარდა, რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებენ თუ რა? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საქართველო უხერხემლო პოლიტიკით დავტოვოთ რუსეთის პირისპირ მარტო. ამის წინაშე დადგომა არის სახელმწიფოს დაღუპვა და მისი ინტერესების ღალატი, ამიტომ მთავრობა არ იყო ადეკვატური არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა