მიხეილ სარჯველაძე - სანქციებზე საქართველოს საყვედურობენ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის

სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის - დღემდე და უწყვეტად, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.

მისი თქმით, სამართლიანი არ არის, როცა საყვედურს საქართველოს ეუბნებიან, თავად კი ყველა სიფრთხილით იქცევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ნიშნებისგან დაცლილია, რადგან ასეთი განწყობა არ მაქვს, გარკვეული ლოგიკური კითხვები ელჩის გაწვევაზე როგორც საქართველოში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასევე უკრაინაშიც, მოსახლეობაში ისმის. მაგალითად, რატომ გახდა მაინც და მაინც საყვედურების ადრესატი საქართველო მაშინ, როცა უფრო მეტი „სასაყვედურო“ შეიძლება უკრაინას სხვა არაერთი სახელმწიფოს მიმართ ჰქონდეს. სანქციების გამოუყენებლობაზე საქართველოს ესაუბრებიან და საყვედურობენ მაშინ, როცა რუსეთიდან ევროპაში მიმავალი გაზის უზარმაზარი მაგისტრალი, რომლითაც მთელი ევროპა მარაგდება, უკრაინის ტერიტორიაზე გადის - დღემდე და უწყვეტად. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს, მაგრამ როცა საქართველოს საყვედურს ეუბნებიან და სიფრთხილის გამოუჩენლობას სთხოვენ, თავად ყველა სიფრთხილით იქცევა, ეს სამართლიანი არ არის,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის ელჩის გაწვევის მიზეზად სანქციები და სამხედრო დახმარება დასახელდა, თუმცა, ამაზე მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის და ხელისუფლების პოზიცია ცნობილია.

„საქართველო სამხედრო თვალსაზრისით საომარ მოქმედებებში ჩართვას და მეორე ფრონტების გახსნას გონივრულად არ მიიჩნევს. ასევე, საუბედუროდ, საქართველოს სპეციფიკიდან, მასშტაბებიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე არავითარი ისეთი ეკონომიკური მექანიზმი არ გვაქვს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ზემოქმედება საიმისოდ, რომ რუსეთს უფრო მეტად განეცადა ეკონომიკური ზიანი, ვიდრე ეს იქნებოდა ზიანის მომტანი საქართველოსთვის. შეიძლება, უკრაინის ხელისუფლებაში მართლაც ვინმეს მოლოდინი ჰქონდეს, რომ საქართველო რაიმე ფორმით ვალდებულია, მეორე ფრონტი გახსნას. ამაზე ზოგი ღიად საუბრობს, ზოგი - არა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა