დავით არახამია - უკრაინის შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთმა ზეპირი თანხმობა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყირიმის საკითხია - პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა დიდი ალბათობით, სტამბოლში გაიმართება

სტამბოლის მოლაპარაკებებზე უკრაინის შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთმა ზეპირი თანხმობა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყირიმის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის, „სლუგა ნაროდას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ განაცხადა. ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.

უკრაინული მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ დოკუმენტების მონახაზი უკვე საკმარისად მომზადებულია, რათა აღნიშნულ საკითხზე ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის უშუალო ჩართულობით კონსულტაცია გაიმართოს. არახამიამ აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, მათი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება.

მისივე თქმით, ახლა ჯგუფების ამოცანაა არა თავად დოკუმენტის, არამედ იმ საკითხების საბოლოო ეტაპის შემუშავება, რომლებსაც დიპლომატები უკვე შეეხნენ. ასევე, მოსამზადებელია პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს - ნატო-ს სამი ქვეყანა უკვე შეთანხმდა გარანტიების გაცემაზე ზუსტად იმ ფორმატით, რაც უკრაინის მიერ არის შემოთავაზებული. ესენი: თურქეთი, გერმანია და იტალია. არახამიას თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყნებმა გასცენ გარანტიები. რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ჩინეთთან მოლაპარაკებებს დიპლომატიური არხებით აწარმოებს. როგორც მან დასძინა, ჩინეთი ნაკლებად არის მზად, მაგრამ ოფიციალური კიევი მაინც ელის, რომ ეს ქვეყანა მაინც შევა გარანტორი ქვეყნების სიაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!