ნინო ლომჯარია - უკრაინისადმი გულწრფელი თანაგრძნობა და ემპათია პრემიერ-მინისტრისა თუ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებსა ქმედებებში სამწუხაროდ, არ იკითხება

უკრაინისადმი გულწრფელი თანაგრძნობა და ემპათია პრემიერ-მინისტრისა, თუ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებსა ქმედებებში სამწუხაროდ, არ იკითხება. ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და შესაბამისობაში მოვიდეს ქართველი ხალხის განწყობებთან, - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების პოზიციებს.

მან ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თქმით, „,ჯერ კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, უკრაინა იქნებოდა”.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პათოსს და რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, არ ეთანხმება და არ იზიარებს ვინაიდან ეს მისი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის პოზიციას არ წარმოადგენს.

„ომის დაწყების დღიდან მე არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია, რომ არ ვეთანხმები და არ ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის პათოსს და რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ წარმოადგენს ჩემი, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქის მოსაზრებებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოში ყველანი კარგად ვიაზრებთ, რომ შესაძლოა, ფინანსური ან სამხედრო დახმარების გაწევა, როგორც ეკონომიკურად არამდგრად ქვეყანას არ შეგვიძლია, მაგრამ რისი გამოჩენის და დაფიქსირების მორალური ვალდებულება გვაქვს ეს არის ემპათია. უკრაინისადმი გულწრფელი თანაგრძნობა და ემპათია პრემიერ-მინისტრისა თუ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებსა ქმედებებში სამწუხაროდ, არ იკითხება. საქართველოს ხელისუფლებამ რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს, უნდა შეცვალოს რიტორიკა და შესაბამისობაში მოვიდეს ქართველი ხალხის განწყობებთან”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა