გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან აქვს მითითება ან თვითინიციატივა იმისა, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა რაც შეიძლება უფრო დააზიანოს

საქართველოს პრემიერ - მინისტრს ან აქვს მითითება ან თვითინიციატივა იმისა, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა რაც შეიძლება უფრო დააზიანოს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, "თუ ეს აზრის ჩამოყალიბების უუნარობაა, ეს უბედურებაა, ხოლო თუ პრემიერი მართლა იმას გულისხმობდა რაც თქვა, სრული კოშმარია“.

“საერთოდ, წესად უნდა იყოს, რომ ამ ძალიან დაძაბულ დროს, როცა ყოველი სიტყვა ოქროს ფასად უნდა იყოს აწონილი და შემდეგ გახმოვანებული, ამ თემებზე საუბარი პრემიერ-მინისტრმა პროფესიონალებს მიანდოს, თორემ ერთი შეცდომა მეორეზე მოსდის და ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 25 თებერვალს საუბრობდა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, ეს უკრაინა იქნებოდა. მისივე თქმით, ამის შემჩერებელი არავინაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა