გზების დეპარტამენტი - ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების, მათ შორის, ყველაზე გრძელი, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარით წარმოებს. ამ ეტაპზე, მთავარ გვირაბში სამუშაოები უკვე 1 240 მეტრის, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 2840 კმ-ის სიღრმეში ხორციელდება. პარალელურად, გვირაბამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

„ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი აშენდება და 1 ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდება. მათ შორისაა, 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ახალი 23 კმ-იანი გზა კი, მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს. ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები კურორტ გუდაურის გავლით აღარ განხორციელდება, რაც, ერთი მხრივ, კურორტს განტვირთავს, მეორე მხრივ კი თავად სატრანზიტო მიმოსვლას მეტად უსაფრთხოს გახდის.

პროექტის ფარგლებში, გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა აშენდება. გუდაური არასაკურორტო მოძრაობისაგან განიტვირთება, რაც გაზრდის როგორც უშუალოდ კურორტის, ისე რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა