ზურაბ აზარაშვილი - ვაქცინაციის პროცესში მთავრობას არაფერი დაუკლია - ზაფხულამდე მოსახლეობის 70 %-ის აცრა ამბიციური გეგმაა, მაგრამ ეს უფრო საინტერესოა, ივლისამდე არ ვიცი, მაგრამ წლის ბოლომდე 70%-მდე უნდა ავიდეთ

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მთავრობას „არაფერი დაუკლია“.

როგორც აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ ამ პროცესში ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.

„ხელისუფლებას და მთავრობას ნამდვილად არაფერი დაუკლია. სხვა ქვეყნების პრაქტიკაც რომ ვნახოთ, ვინ როგორ მოტივაციას უქმნიდა თავის მოსახლეობას, ყველა ეს შესაძლებლობა გამოყენებულია. ორი თვის განმავლობაში რეგიონებში ჩვენი 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი დადიოდა და თითქმის სახლებში სთავაზობდა აცრას. პლუს ფინანსური დაინტერესება, სხვადასხვა კამპანია, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გამოვიყენეთ. ამ ფარგლებში 45%-ზე ავედით ორჯერადად აცრის. სხვა ქვეყნებში 70-80% - ია. საბოლოო ჯამში, იმუნური ფენა საკმაოდ კარგი გვაქვს, როგორც აცრილებში, ასევე გადატანილებში და აქედან გამომდინარეა, რომ პანდემია აღარ არის ისე, როგორ თვეების წინ”,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება ივლისამდე მოსახლეობის 70%-ის აცრის სამიზნე მაჩვენებლს, აზარაშვილი ამბობს, რომ ეს ამბიციური გეგმაა და ზაფხულამდე თუ არა, წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.

„ამბიციური გეგმაა, მაგრამ ამბიციური უფრო საინტერესოა. ივლისამდე არ ვიცი, მაგრამ წლის ბოლომდე 70%-მდე უნდა ავიდეთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

„სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 70%-იანი დაფარვა წლის ბოლომდე. ვაქცინები, რაც ჩამოვიდა, საკმარისია. ამის გარდა, გვავიწყდება, რომ მხოლოდ „ფაიზერი“ არაა. გვაქვს საკმაოდ ბევრი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ნებისმიერი ეს ვაქცინა იცავს იმ გართულებებისგან, რაც კოვიდს შეიძლება ახლდეს. მხოლოდ „ფაიზერზე“ ნუ ვორიენტირდებით. იყო წინა დღეებში კომენტარები, რომ „ფაიზერი“ შემოდის და ამიტომ აცრა შემცირდა. ერთნაირად მნიშვნელოვანია აცრა, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით აიცრება ადამიანი. ვაქცინაცია აუცილებელია და ეს უნდა გაგრძელდეს. ვაქცინები, რაც ჩამოვიდა, საკმარისია. კიდევ გვაქვს შეკვეთილი და წლის ბოლო კვარტალში კიდევ დაემატება, ამიტომ წყვეტა არ იქნება. ტექნიკური ხარვეზების გამო იყო ახლა წყვეტა 2-3 დღე, თორემ უფრო ადრეც ველოდებოდით. დღეიდან განაწილდება ყველა ქსელში და ყველას შეეძლება „ფაიზერით“ აცრა“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია