ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველადი სტატისტიკა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000 - ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2500 - ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9500 - ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი.

უწყების ცნობით, საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

„2022 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1-ელ მარტს დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდა. გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

აქვე, შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა: www.naec.ge და ფეისბუკგვერდზე: https://www.facebook.com/www.naec.ge/ განთავსებულ ინფორმაციას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს