უკრაინის დროებითი რწმუნებულის განცხადებით, საქართველოში უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 4 500 ბავშვია

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ კასიანოვმა ბრიფინგზე ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ინფორმაციის შესაბამისად, რომელსაც უმაღლესი კომისრის ოფისიდან ვიღებთ, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 723 მოქალაქე იმყოფება. დაახლოებით 4 500 არის ბავშვი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

კითხვაზე, რა მთავარი პრობლემები აქვთ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში, კასიანოვი ამბობს, რომ ასეთი პრობლემები არ არის.

„ასეთი პრობლემები არ გვაქვს. ვმუშაობთ განათლების მიმართულებით, ასევე მერიასთან და ტურიზმის სააგენტოსთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“,- განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა