სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტრის გამოკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბუღალტრის, ლეილა წკრიალაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

,,ინტერპრესნიუსს" სუს-ში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება გასული ორი წლის განმავლობაში სააგენტოს ფინანსურ საქმიანობას და განხორციელებულ გადარიცხვებს. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ პერიოდში გადარიცხვები განხორციელდა აზარტული თამაშების ანგარიშებზე.

რაც შეეხება გორის კულტურის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, გელა კაპანაძე აცხადებს, რომ დღეს დილით აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც კითხვები სწორედ აღნიშნულ გადარიცხვებს ეხებოდა.

,,აბსოლუტურად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი მსგავს გადარიცხვებზე, ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო ეს ინფორმაცია და კითხვები, როგორც დანარჩენი საზოგადოებისთვის, სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გელა კაპანაძემ.

არსებული ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ასეულ ათას ლარზე.

ცნობისთვის, გორის გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს დაქვემდებარებულ კულტურის სახლში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე წლის თებერვალშიც ჩაატარეს, საქმე ეხებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში აღმოჩენილ ციფრული ვალუტის გამომუშავებისთვის უკანონოდ დამონტაჟებულ მაინერებს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება