გერმანიის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კიევში მისი ვიზიტი არასასურველად მიიჩნიეს

კიევმა უარი თქვა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში გამგზავრებაზე.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ მან ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს პოლონელ, ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად აპირებდა, „რაც უკრაინისადმი სოლიდარობის ძლიერი სიგნალი იქნებოდა“.

თუმცა, შტაინმაიერის თქმით, „როგორც ჩანს, კიევში არ ისურვეს“.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ კიევში შტაინმაიერი რუსეთთან სიახლოვის გამო გააკრიტიკეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!