სოციალური დახმარება 220 000 ბავშვს გაეზრდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყოფა

სოციალური დახმარება 220 000 ბავშვს გაეზრდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარია გამოყოფილი. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განუცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ბიუჯეტის ფარგლებში 1-ელი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდება, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან კი 200 ლარი.

„როგორც იცით, დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერის ინიციატივით სოციალურად დაუცველი ბავშვების სარგო შეიცვალა, კერძოდ, 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, შეიცვალა ბენეფიციართა რაოდენობა. თუ ადრე 100 000 ქულაზე დაბლა იყო ეს დახმარება, ახლა 120 000 ქულაზე ნაკლებია. შესაბამისად, ბენეფიციართა რაოდენობა იყო 215 ათასი ბავშვი. ახალი ინიციატივის ფარგლებში, პირველი ივნისიდან 100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება დახმარება. 2023 წლის პირველი იანვრიდან კი 200 ლარი გახდება. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქულის ქვემოთ ბავშვების რაოდენობა შეადგენს 220 ათასს. ჯამში, 220 ათასს ბავშვს პირველი ივნისიდან 150 ლარი გაუხდება დახმარება, პირველი იანვრიდან კი 200 ლარი გახდება. ჯამში, ამ დახმარებაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილია ნახევარი მილიარდი ლარი“, - აღნიშნავს ილია ღუდუშაური.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება