ხატია დეკანოიძე - სუს-ი არ არის დამოუკიდებელი ორგანო, შესაბამისად, არ მიკვირს, რომ სუს-ის ანგარიშში ხვდება "ქართული ოცნების" რიტორიკა

სუს-ი არ არის დამოუკიდებელი ორგანო, შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ სუს- ის ანგარიშში ხვდება "ქართული ოცნების" რიტორიკა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ სუს- ის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჰიბრიდული ომის ნაწილებს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ იყენებს და ამის მაგალითია „ალტ-ინფო“ და 5-6 ივლისის მოვლენები.

"ალტ-ინფო" ღიად ფინანსდება რუსეთისგან, ამას საფრთხედ აღიქვამს საგარეო დაზვერვა და ასე არ აღქივამს სუს-ი, მაგრამ მე შეგახსენებთ, სუს- ი არ არის დამოუკიდებელი ორგანო, ის არ ემორჩილება არც ღარიბაშვილს, არც კობახიძეს, ის ემორჩილება პირდაპირ ივანიშვილს, შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ სუს- ის ანგარიშში ხვდება "ქართული ოცნების" რიტორიკა.

რაც შეეხება „ნამოხვანჰესს“, თავიდანვე ჩანდა, რომ იქ არსებობდა ძალები, ვისაც კავშირი ჰქონდა რუსულ სპეცსამსახურებთან და შემდეგ ჩვენ ვიხილეთ 5-6 ივლისს ჩამოსული ნამოხვანიდან მთელი დელეგაცია ჟურნალისტების დარბევაზე,"- განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე ისაუბრა ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია რუსულ ინვესტიციებზე და აღნიშნა, რომ ამას საფრთხედ განიხილავს მაგალითად, საგარეო დაზვერვა, თუმცა, სამწუხაროა, რომ სუს-ი საფრთხედ მხოლოდ ოპოზიციის განცხადებებს აღიქვამს.

"გუშინ თავდაცვის კომიტეტზე (სადაც რეგიონული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძლების წარმომადგენლებს მოუსმინეს) ვიკითხე, განიხილავს თუ არა სახელმწიფო და კომიტეტზე წარმოდგენილი ორგანოები საფრთხედ რუსულ პირდაპირ ინვესტიციას, მე პასუხს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ეს განწყობა დავინახე, რომ ეს არის საფრთხე, როცა ოკუპანტის ინვესტიციები შემოედინება. მაგრამ როცა ვაგნერის დაჯგუფების წევრები შემოდიან საქართველოში, ამის შესახებ სუს- მა არაფერი იცის ან იცის და უარყოფს, ეს გვაჩვენებს იმას, რომ სუს-ი როგორც პოლიტიკური რეპრესიების მექანიზმი განიხილავს მტრად მხოლოდ ოპოზიციას, კრიტიკულ მედიას და აქტივისტებს და არა მათ, ვინც რეალური მტერია,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს