კოკა კაციტაძის განცხადებით, აღიარებს თუ არა წყნეთში მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელი დანაშაულს უცნობია, რადგან ამ ეტაპზე მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კოკა კაციტაძის განცხადებით, აღიარებს თუ არა წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელი დანაშაულს უცნობია, რადგან ამ ეტაპზე მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ეტაპზე მისთვის ბრალის წარდგენა არ მომხდარა. ამ ეტაპზე მისი პოზიცია უცნობია, თუმცა იგი თავად გამოცხადდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რის შედეგადაც მოხდა მის დაკავება ბრალდებულის სახით“,-განაცხადა კაციტაძემ.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, სავარაუდო დამნაშავის დაკავების ღონისძიებაში ორი პირი მონაწილეობდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი.

„დაკავების ღონისძიებაზე იმყოფებოდა სამმართველოს უფროსი და დეტექტივი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, ანუ ორი პირი მონაწილეობდა დაკავების ღონისძიებაში, უფროსი იჯდა ავტომანქანაში, ხოლო დეტექტივი უშუალოდ აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. როდესაც დაინახა, რომ მიწიდან ამოღებული იყო გარკვეული ნივთიერება, მან დაკავების პროცესი დაიწყო და ცეცხლსასროლი იარაღით გაემართა აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცისკენ. როგორც კი დაიწყო დაკავების ღონისძიება, უფროსიც გადმოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც უკვე განხორციელებული იყო გასროლა“,-განაცხადა კაციტაძემ.

ცნობისთვის, 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი ერიკ წურწუმია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღიდან, რის შედეგადაც ზურა გველესიანი გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა