გია დვალი - წარმოიდგინეთ, „ტიტანიკი“ ჩაიძირა და არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გაყინულ წყალში ფართხალებს, ასე ვართ დღეს ჩვენ - სადღაც სინათლეა და იქ უნდა გავცუროთ

წარმოიდგინეთ, რომ „ტიტანიკი“ ჩაიძირა და არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამ გაყინულ წყალში ფართხალებს, ასე ვართ დღეს ჩვენ - თვისობრივი ნახტომია გასაკეთებელი და ამის შემადგენელი ნაწილია საქართველოს დელეგაციების უკრაინაში ჩასვლა, - ამის შესახებ ფიზიკოსმა, გია დვალმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რა შეიცვალა ქართული დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის შემდეგ.

მისი შეფასებით, დღეს საქართველოში აქტიურად მიდის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და ზოგადად, უკრაინელების დემონიზაციის მცდელობა, რომ თითქოს, უკრაინაში მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება შეეძლოთ.

„აქ საუბარი არის თვისობრივ ნახტომზე. წარმოიდგინეთ, რომ „ტიტანიკი“ ჩაიძირა და არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ამ გაყინულ წყალში ფართხალებს, ასე ვართ დღეს ჩვენ. ადამიანების ჯგუფი რომ გადარჩეს, არის სადღაც სინათლე და იქ უნდა გავცუროთ. თუ იქამდე არ მიცურდი, არ აქვს მნიშვნელობა შენ ორჯერ მეტად მოუსვი ხელი თუ სამჯერ. თვისობრივი ნახტომია გასაკეთებელი და ამ თვისობრივი ნახტომის შემადგენელი ნაწილია საქართველოს დელეგაციების უკრაინაში ჩასვლა. ამდენი ხანი არც უნდა ეცადათ.

ცალკე თემაა უკრაინის დემონიზაცია, რაც მიდის და ზელენსკის კრიტიკა. ლამის არის ზელენსკის და უკრაინელებს აბრალებენ ამ ტრაგედიებს, რომ თითქოს შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ ეს უბედურება. ეს არის ძალიან არაკეთილშობილური არგუმენტი, როდესაც შენ მსხვერპლს აბრალებ ამ ტრაგედიას“, - განაცხადა გია დვალმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება