ლევან ბეჟაშვილი - "ქართული ოცნების" 10 წლიანი მმართველობის ყველაზე ზუსტი არბიტრი იქნება საქართველოს მოქალაქე - ეს იყო არა ქართული ოცნება, არამედ ქართული ფიასკო

"ქართული ოცნების" 10 წლიანი მმართველობის ყველაზე ზუსტი არბიტრი იქნება საქართველოს მოქალაქე - ეს იყო არა ქართული ოცნება, არამედ ქართული ფიასკო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა „ქართული ოცნების“ დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, მათ მიერ გაცემული დაპირებები შეუსრულებელია და ქვეყანაში ვითარება ყველა მიმართულებით გაუარესებულია .

"ყველა ოცნება, იმედი, რომელიც უკავშირდებოდა ახალ ხელისუფლებას, ყველა დაპირება, რომელიც გაცემული იყო პრაქტიკულად შეუსრულებელია. თუნდაც, სტატისტიკას გადავხედოთ, იქნება ეს დემოკრატიული, სოციალური თუ ეკონომიკური განვითარება, ყველგან ვართ მინუსებში, ამიტომ ვფიქრობ, სწორედ ახლა, 10 წლის თავზე, მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ ისეთი განვითარების პერსპექტივა, პოლიტიკური სპექტრის ისეთი ერთობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს და ქვეყანას ახალი განვითარების პერსპექტივებს გაუჩენს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა