ნიკა მელია - ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა

ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, სადაც თითქოს, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

მისივე თქმით, აუდიოჩანაწერი დამაჯერებელია ნებისმიერი ქართველისთვის.

„დიახაც, გუშინდელი ჩანაწერი, რომელსაც ობიექტურად განწყობილი ვერცერთი ჭკუათმყოფელი მოქალაქე ვერ უარყოფს, არის იმის დასტური, რომ აშშ-ის, ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებული ადამიანებთან ბიძინა ივანიშვილი არა უბრალოდ ურთიერთობს და წარმატებას უსურვებს უკრაინასთან ომში რუსეთის ფედერაციას და პუტინის პირად წარმომადგენლებს, არამედ ამ ადამიანებთან არის ჩართული ბიზნეს თვალსაზრისით და შოულობს ფულს. ეს არის მორალური მხარე, რომელიც არის გასაკიცხი. ეს არის მორალური დაცემის მაგალითი ნებისმიერი ქართველისთვის, რომელსაც შემორჩენია ძალა და ენერგია ჰქონდეს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც მჭიდროდ არიან პუტინთან დაკავშირებულები.

რატომ არის მსგავსი ჩანაწერი და საუბარი ძალიან დამაჯერებელი ყველასთვის?! პროცესში, რასაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ადევნებს თვალყურს, დიახაც, ასკვნის ლოგიკურად, რომ ეს ასე იქნება. დაწყებული 25 თებერვლიდან, როდესაც ღარიბაშვილი გმობდა უკრაინის მხარეს, მის თავდაცვის შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და ამბობდა მეტსაც, რომ ამ ომით დაზარალდებოდა უკრაინა, როცა სანქციებს არ შეუერთდნენ, როცა გენოციდის აღიარების თაობაზე დღემდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, როდესაც მთელი რიგი საპირისპირო ნაბიჯები გადაიდგა, ვიდრე თავისუფალი სამყარო დგამდა და ამ დროს საზოგადოება იგებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირშია, ეს არის ძალიან დამაჯერებელი“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის