ალექსი არესტოვიჩი - მოლდოვისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსი არეტოვიჩის განცხადებით, არც მოლდოვის და არც საქართველოს ხელმძღვანელობა მზად არ არიან, ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

შეკითხვაზე: „განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს?“ - არესტოვიჩმა უპასუხა, რომ არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა ასეთი გადაწყვეტილებებისთვის მზად არ არიან.

„არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის, ვინაიდან მათთვის რეალურობა არ არის. მათთვის, ეს ასეა საზღვრის მიღმა, თუნდაც ახლოს, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც ინსტიტუციონალურად, ანუ ის გუნდი არაა, პრინციპში, ესენი არ არიან ომის ადამიანები“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა სააკაშვილს ამის გაკეთება, არესტოვიჩმა უპასუხა – „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს