უკრაინის გენერალური შტაბი - დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 18:00 საათისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

„მოლდოვას რესპუბლიკის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფები მოყვანილია საბრძოლო მზადყოფნაში, ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია გაძლიერებულ სამსახურზე“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს და მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა „სტუმრებს“ უნდა ელოდოს.

მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ მოლდოვის დედაქალაქს მიადგება.

ამასთან, მოლდოვამ ​დნესტრისპირეთის რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 25 მარტს სეპარატისტულ რეგიონში მომხდარი აფეთქებები მიაწერა "დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ".

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება