გაერო აცხადებს, რომ პუტინი "პრინციპში" დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობას „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "პრინციპში" დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობას მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაში.

ინფორმაციას გაეროზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.

„გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაიმეორა გაეროს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და მათ [გუტერეშმა და პუტინმა] განიხილეს ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები“, - აღნიშნულია გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მის ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შემდგომი საუბრები მოგვიანებით გაიმართება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება