ნიკოლოზ სააკაშვილი - სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოესწროს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში - მისი გადარჩენის და ხსნის გზა საზღვარგარეთ გადაყვანაა

სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოესწროს მისი გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში. საქართველოში არანაირი საშუალება არ არსებობს. მისი გადარჩენის და ხსნის გზაა საზღვარგარეთ გადაყვანა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს აქტიურად და მოახდინოს ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე.

„აქ თვეებზე არ არის ლაპარაკი, შეიძლება კვირებზეც არა და დღეებზე, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოესწროს მისი გადაყვანა უცხოეთის კლინიკაში. საქართველოში არანაირი საშუალება არ არსებობს, არის ძლიერი კლინიკები, მაგრამ მსგავსი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კლინიკები არ არსებობს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია საზღვარგარეთ გადაყვანა. მისი გადარჩენის და ხსნის გზაა საზღვარგარეთ გადაყვანა. როგორ უნდა მოვახერხოთ ამის გაკეთება? არავინ არ აპირებს ხელში იარაღის აღებას, ბრძოლას და სადღაც შევარდნას, სისულელეა, არამედ მშვიდობიანი გზებით, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი ვარიანტი: აქტიურობა ოჯახის, აქტიურობა იმ საზოგადოების, რომელსაც სჯერა საქართველოს მომავლის და რასაკვირველია დიპლომატიური კორპუსი. შეიძლება შეკითხვაც დამისვათ, ხომ არის ვიღაც-ვიღაცები, მაგალითად აშშ-ის დეპარტამენტი, ეს არ კმარა, აქაურმა დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იმუშაოს აქტიურად და მოახდინოს ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე. სხვა გზა არ არსებობს.

გასაგებია ვისი ნებართვაცაა საჭირო რომ გავუშვათ საზღვარგარეთ, აქ ხომ კობახიძეები არ წყვეტენ გაშვების საკითხს, ეს ხომ აშკარაა. ყველაფერი მოდის იქიდან, საიდანაც ჩვენ ვიცით, ამიტომ, ალბათ შედგება რაღაც მოლაპარაკებები. მე კიდევ მაქვს იმედი ჰუმანურობის, მაგრამ ვისგან ჰუმანურობის? არ არის ვარიანტი, რომ ვიღაცამ ვიღაცა შეიცოდოს და სადღაც გაუშვას და მისი დამსახურებები წინა პლანზე დააყენოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა