ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების შესაძლებლობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების შესაძლებლობის საკითხზე, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრების პერსპექტივები, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა, რომელიც კავშირშია SEPA-ში გაწევრიანებასთან. ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წევრების, დარგის ექსპერტების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით 2021 წლის 26 მარტს შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით.

,,საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ის გაამარტივებს საბანკო გადარიცხვებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და სასარგებლო იქნება როგორც ბიზნეს სუბიექტებისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს მიერ SEPA-ში გაწევრიანებისთვის გადასადგმელი ნაბიჯებისა და კონკრეტული დადებითი შედეგების განსასაზღვრად, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანების კრიტერიუმებისა და სამართლებრივი წინაპირობების, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დარგის ექსპერტების მიერ შემუშავებული წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი SEPA-ს ინსტრუმენტებისა და სტანდარტების, ქვეყნის SEPA-ში გაწევრების კრიტერიუმების, ასევე სქემაში ჩართულ პირებზე SEPA-ს პოტენციური გავლენის თაობაზე.

სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები ერთიან ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის 29 აპრილს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი