უკრაინის საჰაერო ძალებმა S-300-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მიიღო

უკრაინის საჰაერო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებისგან S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის" სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე ასრულებს საბრძოლო ამოცანებს სამხრეთ რეგიონში.

„ვაგრძელებთ ცის დახურვას რუსული საფრთხისგან. პარტნიორი ქვეყნებისგან მოწოდებულმა S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში. კომპლექსი უკვე ასრულებს საბრძოლო მისიებს," - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, S-300-ს შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კილომეტრის დისტანციაზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია