პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი T-72 ტიპის ტანკი გადასცა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, პოლონეთმა კიევს 7 მილიარდი ზლოტის (1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი) ღირებულების იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია 200-ზე მეტ T-72 ტიპის ტანკზე, რომლებითაც ორი სატანკო ბრიგადის აღჭურვაა შესაძლებელი, ასევე თვითმავალი ჰაუბიცა 2С1 „გვოზდიკა“და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი.“

პოლონეთმა ასევე უკრაინის არმიას გადასცა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები MiG-29 და Su-27 თვითმფრინავებისთვის, სადაზვერვო დრონები და Warmate-ის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც წარმოებულია პოლონური კომპანიის WB Electronics-ის მიერ.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს