ხათუნა სამნიძე - ამერიკული სამხედრო ბაზა საქართველოში, არის თემა, რომელზეც აქტიურად უნდა მუშაობდეს ხელისუფლება

შეხვედრის დროს, სურვილი გამოვთქვით საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის არსებობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

„რესპუბლიკური პარტიის“ ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტარმა შეხვედრები კონგრესმენ ადამ კინზინგერსა და კონგრესვუმენ კეტრინ რაისთან გამართა.

სამნიძის განცხადებით, კონგრესმენების მთავარ ინტერესს მიმდინარე პროცესებში საქართველოს პოზიციონირების საკითხი წარმოადგენს. ამასთან, განხილვის მთავარი თემა პოლარიზებასთან დაკავშირებული პრობლემები და ის რეფორმები იყო, რომლებზეც ქართულ მხარეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული.

„შეხვედრის დროს სურვილი გამოვთქვით საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის არსებობასთან დაკავშირებით. ეს არის თემა, რომლის მიმართულებით ძალიან აქტიურად უნდა მუშაობდეს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ოპოზიცია, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხები დღის წესრიგში იყოს, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა, ტვირთი არის საქართველოს ხელისუფლებაზე. ხაზი გავუსვით 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რომელშიც აღნიშნულია სასამართლო რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა ვალდებულებები, რომლებზე "ქართულ ოცნებას" უარი არ უთქვამს”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა