ვოლოდიმირ ზელენსკი - არ ყოფილა დღე, რომ გამოსავალი, რომელიც ჩვენს ხალხს გადაარჩენდა, არ გვეძებნა -  მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გასაგრძელებლად ხვალ ყველა აუცილებელი პირობა შესრულდება

არ ყოფილა დღე, რომ გამოსავალი, რომელიც ჩვენს ხალხს გადაარჩენდა, არ გვეძებნა. დღეს, ომის განმავლობაში პირველად, ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა მუშაობა დაიწყო, - ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მარიუპოლის ქარხნიდან ევაკუაცია ხვალ, დილის 8 საათიდან განახლდება.

,,დღეს საბოლოოდ, ,,აზოვსტალიდან" ხალხის ევაკუაცია მოვახერხეთ. მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, მრავალი მცდელობის, სხვადასხვა შეხვედრების, ხალხის მოწოდებების შემდეგ, საბოლოოდ! არ ყოფილა დღე, რომ გამოსავალი, რომელიც ჩვენს ხალხს გადაარჩენდა, არ გვეძებნა. დღეს, ომის განმავლობაში პირველად, ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა მუშაობა დაიწყო. პირველად, ამ ტერიტორიაზე ორდღიანი რეალური ცეცხლის შეწყვეტა მოხდა. უკვე 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე,პირველ რიგში ქალები და ბავშვები ევაკუირებული არიან. პროცესის ყველა სირთულის გათვალისწინებით, პირველი ევაკუირებული პირები ჟაპოროჟიეში ხვალ ჩავლენ, იმედია ეს არ ჩაიშლება, ჩვენი გუნდი მათ იქ შეხვდება. იმედი მაქვს, მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაციის გასაგრძელებლად, ხვალ ყველა აუცილებელი პირობა შესრულდება, დილის 8 საათზე ვგეგმავთ დაწყებას", - განაცხადა ზელენსკიმ

ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა ევაკუაციის დაწყებისთვის მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა პირსა და პარტნიორს, მათ შორის, გაეროსა და ,,წითელ ჯვარს" გადაუხადა.

შეგახსენებთ, დღეს, მარიუპოლში ,,აზოვსტალის" ქარხნიდან ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციის პირველი ეტაპი დაიწყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია