ოფიციალური თბილისი, სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე, კიევისგან განმარტებებს მოითხოვს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უკრაინული დაზვერვის განცხადება აბსოლუტურად გაუგებარია და საქართველოს ხელისუფლება შესაბამის განმარტებებს მოითხოვს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სანქციები არ აქვს დაწესებული, ის რეექსპორტიორი ვერ იქნება და შესაძლოა, იყოს მხოლოდ ტრანზიტი ქვეყანა, ორი ქვეყნის ერთმანეთთან ვაჭრობისთვის. მისივე თქმით, წარმოუდგენელია სანქცირებული პროდუქტი საქართველოდან ევროკავშირში მოხვდეს, რადგან არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს.

„განცხადებაზე, რომელიც უკვე მეორედ მოვისმინეთ და ამ შემთხვევაშიც არანაირი დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული არ არის, სახელმწიფოს ექნება კომუნიკაცია და მოვითხოვთ ინფორმაციას, რის საფუძველზე კეთდება ასეთი განცხადებები. შინაარსობრივად რომ შევხედოთ, რაზეა საუბარი, რაზეც განცხადებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისაა, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია, რომ რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა. ასეთი საბაჟო ოპერაციები არ კეთდება, რომ, როდესაც სანქციები არაა დაწესებული, საქართველო იყოს რეექსპორტი ქვეყანა. ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტი ქვეყანა, როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული. ხოლო, მეორე შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ქვეყნებში, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, ამ სანქციებთან მიმართებით არ მოხვდეს რუსული პროდუქცია. ამ ნაწილში პირველივე დღიდან არის მკაცრი საბაჟო კონტროლი შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით. ეს რისკების პროფილები სანქციების დაწესების პირველივე დღიდან არის საბაჟო სისტემაში იმპლემენტირებული. მეორე მხრივ, როდესაც საბაჟო საქონელზე ვსაუბრობ, რომელიც შესაძლოა, მოხვდეს ქვეყნებში, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები (საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, დიდ ბრიტანეთზე), წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში, მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც არის ქართული წარმოშობის და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია განცხადება, რაც მოვისმინეთ და მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებსა და ინფორმაციას. პარტნიორებს, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, კონკრეტულ სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ გააჩნიათ“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის განცხადებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი ცნობით, მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება, რომელიც რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის არის აუცილებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა