ირაკლი ზარქუა - ჟიგიმანტასი რომ ცნობილი გიჟიმანტასია თავის გამოსვლებით და მსჯელობით, ეს უკვე ვიცით, თავის ქვეყანაშიც იციან, ამიტომ ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის" ლაქია

ჟიგიმანტასი რომ ცნობილი გიჟიმანტასია თავის გამოსვლებით და მსჯელობით, ეს უკვე ვიცით, თავის ქვეყანაშიც იციან, ამიტომ ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის" ლაქია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს, საქართველოში ყურადღება არ უნდა მიაქციონ.

„მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ასეთი არაადეკვატური გამოხტომების და განცხადებების გამო ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის" ჩვეულებრივი ლაქია. რატომ გახდა ეს უნდა ვეძებოთ ძველ წარსულში, რა ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილის მთავრობას მასთან და რით ჰყავთ გამოჭერილი ეს კაცი, რომ ასეთ თემებზე ალაპარაკებენ. ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, გიჟიმანტასები უამრავი გამოჩნდებიან. ერთია მთავარი, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობას, პატიმარ სააკაშვილს კონკრეტული ბრალი აქვს წარდგენილი და დამტკიცებული და შესაბამისად, სასჯელს ბოლომდე მოიხდის,"- განაცხადა ზარქუამ.ინფორმაციისთვის, ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას იწვევს. ჟიგიმანტას პავილიონის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლებისთვის ბრძოლას მოიგებს. პავილიონისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისსა და მთელს კავკასიაში.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს