სლოვაკეთს სურს, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მასზე გამონაკლისი გავრცელდეს

სლოვაკეთს სურს, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ამის შესახებ სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს.

„თუ საქმე შეეხება რუსული ნავთობის დამტკიცებულ ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, მაშინ სლოვაკეთი მოითხოვს მისთვის გამონაკლისის დაშვებას“, - განაცხადა სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის კითხვებზე საპასუხოდ.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც განაცხადა, რომ გაფართოებული სანქციები, რომლებიც შეეხება ნავთობსა და გაზს, მისთვის „წითელი ხაზი“ იქნება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება