ირაკლი კობახიძე - რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ - ვერ დავაზიანებთ მოსახლეობას იმ სანქციებით, რომლითაც რუსეთის ფედერაციას ვერანაირად დავშლით

ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები ომში მყოფ ქვეყანას - უკრაინას კვლავაც შენარჩუნებული აქვს და ასეთ ვითარებაში გასაგებია, „რატომ ვინარჩუნებთ ჩვენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს“.

„ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს ვინარჩუნებთ ისევე, როგორც, მათ შორის, უკრაინა. ევროკავშირში გაზის 80% უკრაინის გავლით შედის და არა მარტო შედის, არამედ, უკან უბრუნდება რუსული გაზი უკრაინას რეიმპორტის სახით. ანუ, გაზის ნაწილში უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობები კვლავაც ჩვეულებრივად აქვს. ეს არის ომში უშუალოდ მყოფი ქვეყანა. ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, გასაგებია, თუ რატომ ვინარჩუნებთ ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. სადაც უკრაინა ამ ურთიერთობებს ინარჩუნებს, იქ ლოგიკურია, რომ ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები ჩვენც გვაქვს. აქედან გამომდინარე, სანქციებთან დაკავშირებით პოზიცია არის ნათელი. ამ ურთიერთობების არავითარ რაღაც განსაკუთრებულ გაფართოებაზე, ბუნებრივია, არ და ვერ იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს შევინარჩუნებთ, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციებს არ ვუერთდებით“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების ნაწილში მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა და ამის მიზეზები დასავლელმა პარტნიორებმაც იციან.

„როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ჩვენც წარვადგინეთ, მოლდოვამაც, უკრაინამაც და სამივე ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს, მათ შორის, უკრაინაც.

რაც შეეხება სანქციებს - სანქციებს არ უერთდება საქართველო, არც მოლდოვა, თუმცა ეს ცნობილია ევროკავშირისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ამის მიზეზებიც არის მათთვის ცნობილი. ანუ სანქციებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ცხადი და არის საჯარო და გაცხადებული. შესაბამისად, ეს პოზიცია ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ნარჩუნდება.

არგუმენტი არის ორი: ერთი არის უსაფრთხოება. ჩვენ არ გვინდა დამატებითი საბაბი შევქმნათ, იმისათვის რაც ასე სურს ოპოზიციას, ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. ანუ, უსაფრთხოება არის ერთი არგუმენტი და მეორე არის ეკონომიკური არგუმენტები. არსებობს სავაჭრო ურთიერთობები და ამ სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ზიანის მოტანა შეუძლია. რუსეთს ჩვენ ვერანაირ ზიანს ვერ მოვუტანთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან საზიანო იქნება ნებისმიერი ასეთი ცვლილება. არსებობს ენერგეტიკის სფერო, სადაც არის, როგორც გაზის ასევე, ელექტროენერგიის ნაწილში კონკრეტული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების შეწყვეტა ასევე ძალიან მძიმე იქნება ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის.

ასევე, არის ასი ათასობით ადამიანი, რომელიც ცხოვრობს, როგორც რუსეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ეს საკითხი უნდა მივიღოთ მხედველობაში, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის ნაწილი. ჩვენ ვერ დავშლით და ვერ დავაზიანებთ საკუთარ მოსახლეობას იმ სანქციებით, რომლითაც ჩვენ რუსეთის ფედერაციას ვერანაირად დავშლით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე