ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - მადრიდის სამიტი გადამწყვეტ დროს ჩატარდება - ველოდები, რომ საბოლოო დოკუმენტში საქართველოს წევრობის მისწრაფებები იქნება ასახული

მადრიდის სამიტი ძალიან გადამწყვეტ დროს ჩატარდება და ფოკუსი იქნება იმ შედეგებსა და გავლენაზე, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ბრუტალურმა თავდასხმამ გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოში ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ალიანსის წევრები მადრიდის სამიტზე მომავალი ათწლეულისთვის ნატო-ს სტრატეგიულ ხედვასაც განსაზღვრავენ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები ასახული იქნება საბოლოო დოკუმენტში.

„რა თქმა უნდა, წინასწარ იმის განსაზღვრა არ შემიძლია რას გადაწყვეტენ მოკავშირეები და რა გზავნილებს გააკეთებენ. შემიძლია გითხრათ, რომ მადრიდის სამიტი ძალიან გადამწყვეტ დროს ჩატარდება და ფოკუსი იქნება იმ შედეგებსა და გავლენაზე, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ბრუტალურმა თავდასხმამ გამოიწვია, რაც საერთაშორისო კანონის ცხადი დარღვევაა. ფოკუსი იქნება შემდგომი სტრატეგიული კონცეფციის მიღებაზე, რომელიც ნატო-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტია, რომელშიც ნატო-ს სტრატეგიული ხედვა მომავალი ათწლეულისთვის განისაზღვრება. და, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები იქნება ასახული საბოლოო დოკუმენტში, რომელიც მიიღება“,- განაცხადა ალექსანდრ ვინიკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა