„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ვაშინგტონში NDI-ს სათავო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები ვაშინგტონში NDI-ს სათავო ოფისში ევრაზიის რეგიონის დირექტორს ევა ბუზას და ევრაზია/კავკასიის რეგიონული პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებსა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს მოიცავდა.

„საუბარი გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოსთვის NDI-ს მიერ გაწეულ დახმარებაზე დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით. ასევე შეხვედრაზე საქართველოში პარტიების გაძლიერებასა და მათ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, კონკრეტულად პარტიების საჭიროებაზე და საკითხებზე, რომელშიც შეუძლია NDI-ს დახმარების გაწევა. შევეხეთ საქართველოს შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებს, რეფორმებს და მათი დაჩქარების შესაძლებლობები განვიხილეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა