ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელება განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადეს, რომ გააგრძელებენ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას უკრაინაში მისი სასტიკი ქმედებების გამო, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს ძალისხმევა, რომელიც მიმართულია უკრაინის მთავრობისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დახმარების უზრუნველყოფისკენ და ძალადობის შედეგად დაზარალებული მილიონობით უკრაინელისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისკენ.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის განცხადებით, შოლცმა და ბაიდენმა ისაუბრეს სამხედრო ვითარებაზე და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!