ლევან იოსელიანი - ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ტყუილი წყლის ნაყვაა - ამას დიდი ხნით ადრე რომ მიმხვდარიყო ოპოზიცია, თვითმმართველობის არჩევნებზე იმ შედეგს არ მიიღებდა, რაც მიიღო

ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია და ტყუილი წყლის ნაყვაა - ამას დიდი ხნით ადრე რომ მიმხვდარიყო ოპოზიცია, იმ შედეგს არ მიიღებდა თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც მიიღო,- ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებას.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რაც უნდა გააკეთოს ეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ბარიერის შემცირებაა.

„ქართულმა ოცნებამ" პირველ რიგში უნდა შეასრულოს შეთანხმება, რომელიც ჩვენს პარტიასთან აქვს, რაც ბარიერის 3%-ზე ქვევით დაწევას გულისხმობს, ეს შეთანხმება ჩვენს შორის ძალაშია. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მასზე საუბარი დღეს აბსოლუტურად აზრს მოკლებულია და ტყუილი წყლის ნაყვაა. ამას დიდი ხნით ადრე რომ მიმხვდარიყო ოპოზიცია, იმ შედეგს არ მიიღებდა თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც მიიღო. თვითმმართველობის თემებზე რომ გაეკეთებინათ კონცენტრაცია და არა ვადამდელ არჩევნებზე და რეფერენდუმზე, ეს აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილია",- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რომ ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოუწევს. მისი თქმით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნებიც იქნება, რადგან „ოცნებას“ ქვეყანა რადიკალიზაციისკენ მიჰყავს და დასავლეთში „ტყუილების იმიჯი შეიქმნა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა